გიორგი გახარიამ ივანიშვილს და სააკაშვილს პარანოიკი უწოდა და განაცხადა, რომ საქართელო მათგან უნდა გათავისუფლედეს.
“ივანიშვილის აღქმები არის პარანოიაა, სააკაშვილს რა პარანოია არ აქვს? როდემდე უნდა იყოს ეს საქართველო და მომავალი ორი პარანოიკის ხელში. არ გინდათ, რომ ამას თავი დავაღწიოთ? და მივაღწიოთ იქამდე, რომ ჩვენი შვილების მომავალი არ იყოს დამოკიდებული ერთი პარანოიკის და მეორე პარანოიკის ვაჭრობაზე ამ ქვეყნის ბედით. მე მაგალითად ეს მინდა”, – თქვა გახარიამ “რეაქციაში”.