კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი იქნებოდა, პრეზიდენტის თანამდებობიდან რომ არ ჰქონდეს დანაშაულები ჩადენილი.
“ყველამ ვიცით, იქნება ეს სააკაშვილის ოჯახი, ამ შემთხვევაში, მშობელი დედა, პარტია თუ ის, რაც დარჩა ამ პარტიისგან, ყველა ღონეს იყენებენ, რათა დიდი თანხა დაიხარჯოს ლობისტურ პროცესზე, ანუ იმის ადვოკატირების პროცესზე, რომ თითქოს სააკაშვილი არ იხდის სასჯელს იქ, სადაც უნდა იხდიდეს. ვხედავთ, რომ კანონის საფუძველზე სასჯელს საკმაოდ კომფორტულ პირობებში იხდის. რბილად რომ ვთქვა, არაერთი უმძიმესი დანაშაულისთვის. ალბათ მომავალშიც გააგრძელებენ ამ თანხების ხარჯვას, იქნებ როგორმე მიაღწიონ ამ ადამიანის გათავისუფლებას, რომელიც ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი იქნებოდა, რომ არ ჰქონდეს ეს დანაშაულები ჩადენილი პრეზიდენტის თანამდებობიდან. შესაბამისად, მე ვემხრობი სასჯელის აღსრულებას. მჯერა, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანებას, შეეგუება სასჯელს, იქნება ჯანმრთელად და კარგად, და, რომ ვერავითარი ლობისტური საქმიანობა ამ სასჯელაღსრულების პროცესს ვერ შეუშლის ხელს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.