არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის “უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროექტი მიუღებელია და აპირებს, მას ვეტო დაადოს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, ვეტოსთან დაკავშირებით განცხადებები ნაადრევია.
“მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ხელისუფლება ამ კანონთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესებში. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ თუ დაინტერესება აქვთ ამ კანონთან დაკავშირებით, ჩაერთონ განხილვებში და საპარლამენტო დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა. განსაკუთრებით საჭირო იქნება, ოპოზიციასაც დაელაპარაკოს კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, რადგან ოპოზიცია პარლამენტში არ დადის, ოპოზიცია არ აკეთებს იმას, რაც ევალება დემოკრატიული წესებით. შესაბამისად, ვიდრე ვეტო იქნება, მანამდე არის მთელი პოლიტიკური პროცესი. უნდა შედგეს განხილვები და ეს არის ის, რასაც ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი”- არჩილ თალაკვაძე.