პარლამენტის წევრმა, ხათუნა სამნიძემ გადაცემა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რომ 2014 წელს რესპუბლიკელების ევროსაბჭოში გამოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა.
“2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ მაშინ რესპუბლიკელები თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი, ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, მკაცრად დაიცვეს უკრაინის ყირიმი და დონბასი და მაშინ ბიძინა ივანიშვილმა დავით ბერძენიშვილს უთხრა, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო.”- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.