“დასავლური დახმარების მთავარი ბენეფიციარი….საქართველოს მთავრობაა” – რა ელის ქართულ ეკონომიკას ამ დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში

სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ნონპ­რო­ექ­ტი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის” შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო, რა­საც მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუს­თა­ველ­ზე შეკ­რე­ბი­ლი პრო­ტეს­ტან­ტე­ბის ცრემლსა­დე­ნი გა­ზი­თა და წყლის ჭავ­ლით დაშ­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­ნონპ­რო­ექ­ტის­თვის კენ­ჭისყ­რი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო, რათა გზა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა პარ­ლა­მენ­ტთან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ცი­ის­თვის. არე­უ­ლო­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე შუ­ა­ღა­მემ­დე გაგ­რძელ­და, და­შავ­და ათო­ბით ადა­მი­ა­ნი, და­ა­კა­ვეს პრო­ტეს­ტან­ტთა ნა­წი­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ ეს ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნია და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ხელს არ უშ­ლის, თუმ­ცა თა­ვად ევ­რო­პა­ში თუ ამე­რი­კა­ში ასე არ ფიქ­რო­ბენ, გვი­ან ღა­მე­ვე გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­გორც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, ისე ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

უმწვა­ვე­სი იყო სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ნედ პრა­ი­სის გან­ცხა­დე­ბა.

“ღრმა შე­წუ­ხე­ბის გრძნო­ბა გვაქვს. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­გან ხში­რად გა­გი­გი­ათ ამ გრძნო­ბის შე­სა­ხებ. ღრმა შე­წუ­ხე­ბის გრძნო­ბაა ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­საძ­ლო ეფექ­ტე­ბის გამო.

ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ყვე­ლა­ზე ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს და­არ­ტყამს, რომ­ლე­ბიც ცენ­ტრა­ლუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბე­ბის­თვის კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, უფრო ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­თვის. იგი და­მო­უ­კი­დე­ბელ ხმებს გა­ა­ჩუ­მებს და მათ სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას მო­ახ­დენს, სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა, რომ­ლებ­საც მეტი არაფ­რის გა­კე­თე­ბა სურთ, ვიდ­რე ერ­თად მუ­შა­ო­ბა, რათა უფრო ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი შექ­მნან. მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია, თა­ვი­სუ­ფა­ლია, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნაა…

თუმ­ცა ახლა, ვხე­დავთ კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზა­რი უკან და­ხე­ვა იქ­ნე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბე­ბის მხრივ უკან და­ხე­ვა, უკან და­ხე­ვა იქ­ნე­ბა აშშ-ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში გა­ნაგ­რძოს ქარ­თველ ხალ­ხთან პარტნი­ო­რო­ბა…

ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც ხმას აძ­ლევს ამ კა­ნონპ­რო­ექტს, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ამ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის­თვის. არ გვსურს ამის ნახ­ვა. აშშ-ის გარ­და ეს არის ევ­რო­კავ­ში­რი, გა­ე­რო და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფე­ბი. ყვე­ლა მათ­გან­მა ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეს”, – თქვა პრა­ის­მა.

ცნო­ბი­ლია, რომ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” დო­კუ­მენ­ტი მოძ­რა­ო­ბა “ხალ­ხის ძა­ლის“ იმ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს, რომ­ლებ­მაც გა­სულ წელს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” და­ტო­ვეს, თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში დარ­ჩნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რე­ბის­გან ფი­ნანსდე­ბი­ან, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად” უნდა და­რე­გის­ტრირ­დნენ.

ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან გა­წე­ულ სი­კე­თე­ებს და დახ­მა­რე­ბას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და დიდი “აგენ­ტი“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­მო­დის, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ უცხო­უ­რი გრან­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ათას­გვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, დო­ნორ­ზე ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რამ­დე არც მი­დის და ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­ი­წერს.

გარ­და იმი­სა, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმ სა­ერ­თო საფრ­თხე­ებ­ზე, რისი მო­ტა­ნაც “გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის“ კა­ნონს შე­უძ­ლია. ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ კა­ნო­ნის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი ფონ­დე­ბი დახ­მა­რე­ბა­ზე უარს იტყვი­ან, რაც კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის. შე­დე­გად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­დან და აშშ-დან არა მარ­ტო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, არა­მედ ქვე­ყა­ნას შე­უმ­ცირ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყდე­ბათ სი­პებ­სა და აი­პებს, ვის­კე­ნაც სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ზე მეტი ფი­ნან­სე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ხუ­რე­ბა ბევ­რი პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც მათი და­ფი­ნან­სე­ბის არე­ალ­შია და ეს დახ­მა­რე­ბა სხვა რე­გი­ო­ნებ­ზე გა­და­მი­სა­მართდე­ბა, რაც ქვეყ­ნის­თვის ძალ­ზე და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც კა­ნო­ნის დამ­ტკი­ცე­ბას მოჰ­ყვე­ბა ის იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის გზა სა­მუ­და­მოდ ჩა­ი­კე­ტე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ყვე­ლა გრან­ტი და სეს­ხი, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო იღებს, ჩვენ­მა და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მა რომ გა­ა­ჩე­რონ, პირ­ვე­ლი­ვე წელს, მშპ -ს ვარ­დნა მი­ნი­მუმ 15% იქ­ნე­ბა.

ambebi.ge -მ მო­ი­ძია იმ პრო­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო წლებ­ში უცხო­უ­რი გრან­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, ან ჯე­რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გთა­ვა­ზობთ ამ პრო­ექ­ტე­ბის არას­რულ ჩა­მო­ნათ­ვალს (მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხე­ბი – დო­ლა­რებ­ში):

  • შავი ზღვის ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ქსე­ლის პრო­ექ­ტი – (410 485 500) ევ­რო­კავ­ში­რი (EU);
  • ახალ­ცი­ხე-ბორჩხა 500 კვ. გა­დამ­ცე­მი ხაზი და ქვე­სად­გუ­რი ახალ­ცი­ხე­ში – (302 309 520) ევ­რო­კავ­ში­რი (EU) ;
  • არ­სე­ბი­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის­თვის – (252 988 581) ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი;
  • ახა­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და არ­სე­ბუ­ლი გზის გა­ფარ­თო­ე­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში – ( 217 175 000) ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი (EIB)
  • აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა – (190 000 000) მსოფ­ლიო ბან­კი;
  • აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლის კო­რი­დო­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ექ­ტი – (160 000 000) მსოფ­ლიო ბან­კი;
  • შუ­ა­ხე­ვის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი- (132 321 280) ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (EBRD);
  • ქუ­თა­ი­სის წყა­ლა­რი­ნე­ბის პრო­ექ­ტი – (113 180 000) ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი (EIB);
  • სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ბა­ნუ­ლი რე­კონ­სტრუქ­ცია და გან­ვი­თა­რე­ბა – (112 510 000) ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი (EIB);
  • კა­ხე­თის გზე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ექ­ტი – (109 000 000) მსოფ­ლიო ბან­კი;
  • სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბა – (107 000 000) ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი (EIB);
  • ინო­ვა­ცია, ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა და ხა­რის­ხი – (102 700 000) მსოფ­ლიო ბან­კი;
  • მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი – (115,224 000) ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი (EIB)
  • ელექტრო-ქსე­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტი- (106 074000) ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (EBRD);
  • ჩარ­ჩო პრო­ექ­ტი “მწვა­ნე ქა­ლა­ქე­ბი“, თბი­ლი­სის ავ­ტო­ბუ­სე­ბი – ( 93 665 500) ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (EBRD);
  • COVID-19-ის მი­მართ მე­დე­გო­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში – (87 330 000) ევ­რო­კავ­ში­რი (EU);
  • თბი­ლი­სის მეტ­როს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი – (81 577 500) ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (EBRD);
  • ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა – (76 500 000) აშშ;
  • USAID-ის სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პროგ­რა­მა – (24 999 825) აშშ;
  • და­რი­ა­ლის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი – (58 892 288) ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (EBRD);
  • რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა – (36 471 000) ევ­რო­კავ­ში­რი (EU);
  • თავ­დაც­ვის საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ბი­ო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის პროგ­რა­მა 2 – (35 040 000) აშშ;
  • იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი – (34 379 532) აშშ. სა­მარ­თლის სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში – (33 678 000) ევ­რო­კავ­ში­რი (EU);
  • უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი -სან-დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო – (30 000 000) აშშ;
  • და­საქ­მე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და გა­დამ­ზა­დე­ბა – (35 613 000) ევ­რო­კავ­ში­რი (EU);
  • თბი­ლი­სის ავ­ტო­ბუ­სე­ბის პრო­ექ­ტი – (30 723 300) ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (EBRD);
  • სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მა­გის­ტრა­ლის – სამ­ტრე­დია-გრი­გო­ლე­თი-ქო­ბუ­ლე­თის მო­ნაკ­ვე­თი ორ­ჯე­რა­დად – (26 074 000 + 25 886 000) ევ­რო­კავ­ში­რი (EU);
  • თბი­ლი­სი წყლის ნარ­ჩე­ნე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა – (25 119 900) ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი (EIB);
  • ეკო­ნო­მი­კუ­რი და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში – ბი­უ­ჯე­ტის მხარ­და­ჭე­რის კონ­ტრაქ­ტი – (24 006 125) ევ­რო­კავ­ში­რი (EU);
  • კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში – (23 383 056), აშშ;
  • სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტი – (23 160 395) აშშ;
  • სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში – (22 589 463) აშშ;
  • არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში – (22 490 383) ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი
  • მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტი- (19 614 317) აშშ;
  • მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი (რე­გი­ო­ნა­ლუ­რი) ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა- (17 730 500) აშშ;
  • სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მო­მავ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა – (15 714 040) აშშ;
  • ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი – (13 999 911) აშშ;
  • ქუ­თა­ი­სი-აბა­შის გაზ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა – (10 890 000) აშშ;
  • ქარ­თუ­ლი მე­დია დე­მოკ­რა­ტი­ის, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის- (12 710 000) აშშ;
  • სა­ქარ­თვე­ლოს და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი – (12 565 635) აშშ;
  • სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დი სა­ო­ჯა­ხო და დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პრო­ექ­ტი – (10 273 000) აშშ;
  • ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტი – (10 422 600) აშშ;
  • USAID -ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა – (10000 000) აშშ;
  • ბავ­შვზე ზრუნ­ვის სის­ტე­მი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა – (6 048000) აშშ;
  • მო­მავ­ლის თა­ო­ბა – (5 897 227) აშშ;
  • აივ პრე­ვენ­ცი­ის პრო­ექ­ტი – (5 346 000) აშშ;
  • ტრანს-კას­პი­უ­რი-შავი ზღვის გა­ზის დე­რეფ­ნის წი­ნა­სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტი – (7 037 000) ევ­რო­კავ­ში­რი (EU);
  • გლ­და­ნის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი – (5 895 180) ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (EBRD);
  • პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში – (5 300 000) აშშ;
  • ბა­კუ­რი­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის პრო­ექ­ტი – (5 648 000) EBRD;
  • სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის პრე­ვენ­ცი­ის პრო­ექ­ტი – (4 660 220) აშშ;
  • ზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა – (4 496 765) აშშ;
  • სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19 პან­დე­მი­ის უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბა ტე­ლე­მე­დი­ცი­ნი­სა და ციფ­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით – (5 337 450) ევ­რო­კავ­ში­რი (EU);
  • და ა.შ. რომ არა­ფე­რი ვთქვათ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ზე, ერას­მუ­სის მიერ (ევ­რო­კავ­ში­რი) და­ფი­ნან­სე­ბულ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ზე, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარ­ზე, რო­მე­ლიც აშშ-მ ქარ­თულ თავ­დაც­ვა­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და­ხარ­ჯა (მათ შო­რის, მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტრის, გე­ლა­თის იშ­ვი­ა­თი ფრეს­კე­ბის, ატე­ნის სი­ო­ნის, ძვე­ლი თბი­ლი­სის ძეგ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა და სხვა).

ევ­რო­პულ-ქარ­თუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი მე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის პირ­და­პი­რი სა­ბო­ტა­ჟია და ამას სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის – ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ის შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რომ ამ კა­ნო­ნის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო პი­რის­პირ დარ­ჩე­ბა რუ­სეთ­თან და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე.

გი­ორ­გი მე­ლაშ­ვი­ლი:

:და­სავ­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მთა­ვა­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბაა, რო­მელ­მაც მარ­ტო ევ­რო­კავ­ში­რი­დან 2021 წელს 159 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის პირ­და­პი­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღო. ამას ემა­ტე­ბა იაფი კრე­დი­ტის პროგ­რა­მა, რა­შიც 72 მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა, ევ­რა­ზი­ის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კმა 66 მი­ლი­ო­ნი გა­ი­ღო, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა – 50 მი­ლი­ო­ნი და ა.შ. ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უშუ­ა­ლო გრან­ტის სა­ხით (ანუ ფული, რო­მელ­საც დაბ­რუ­ნე­ბა არ სჭირ­დე­ბა) 3 მი­ლი­არდ ლა­რამ­დეა შე­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამავდრო­უ­ლად, არის მიკ­რო და მაკ­რო­სა­ფი­ნან­სო დახ­მა­რე­ბე­ბი, სეს­ხე­ბი – უპ­რო­ცენ­ტო და და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი, შე­ღა­ვა­თი­ანპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი, თან­ხე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ველ­დღი­უ­რი ოპე­რი­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა. ამის დათ­ვლა ძა­ლი­ან რთუ­ლია და იგუ­ლის­ხმე­ბა 10-ჯერ მეტი თან­ხე­ბი. სა­უ­ბა­რია უზარ­მა­ზარ თან­ხებ­ზე, დე­ტა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა ახლა მუ­შავ­დე­ბა და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ეგეც გვექ­ნე­ბა.

ამ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რის და­შო­რე­ბა. მისი არც სა­ჭი­რო­ე­ბა და არც დრო იყო, მით უფრო დღეს, როცა სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი გა­ნი­ხი­ლე­ბა და შან­სი გვაქვს, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, რუ­სულ წუმ­პეს თავი და­ვაღ­წი­ოთ. ეს კა­ნო­ნი შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ფა­სოთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის პირ­და­პი­რი სა­ბო­ტა­ჟი. ვერც ერთი სფე­რო, რო­მელ­შიც პროგ­რესს ვხე­დავთ, და­წყე­ბუ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბით (მა­გა­ლი­თის­თვის მო­ვიყ­ვან თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის­თვის გა­მო­ყო­ფილ თან­ხებს – მის გა­ნახ­ლე­ბა­ში უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იბი­არ­დიმ უზარ­მა­ზა­რი თან­ხის ჩა­დე­ბა გა­და­წყვი­ტა) და ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­ძე­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა ავ­ტო­ბუსს აქვს ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა და ეს იმი­ტომ, რომ ის ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მიერ არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. თბი­ლის­ში რაც მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი იგეგ­მე­ბა, ყვე­ლა მათ­გან­ზე არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბა, ან სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა და­ფი­ნან­სე­ბის კუ­თხით. იგი­ვე ეხე­ბა რე­გი­ო­ნებს – სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სატ­რან­სპორ­ტო არ­ტე­რი­ას, და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის მა­გის­ტრალს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, სოფ­ლებ­ში გზე­ბი, წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის ქსე­ლე­ბი, ნაგ­ვის გა­და­მუ­შა­ვე­ბა… ყვე­ლა­ფერ­ზე უზარ­მა­ზა­რი ევ­რო­პუ­ლი ფუ­ლია და­ხარ­ჯუ­ლი, ეს არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ არის, ამას ჰქვია მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა, რათა ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ.

ვი­მე­ო­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო და­სავ­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მიმ­ღე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბაა. მთავ­რო­ბის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რს მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. მა­გა­ლი­თად, პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მათ მიზ­ნებს ზე­და­პი­რუ­ლად თუ ავ­ხსნით, გა­მო­დის, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ უნდა ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე­ე­ბი არ­სე­ბობ­დეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში – სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ იმას, თუ რას აკე­თებს მთავ­რო­ბა და რაში იხარ­ჯე­ბა გრან­ტე­ბი.

ად­გი­ლი აქვს ფა­რი­სევ­ლურ მიდ­გო­მას, რომ მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც არ უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე, ცდი­ლობს და­ხუ­როს ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე გამჭვირ­ვა­ლე­ნი არი­ან. გამჭვირ­ვა­ლო­ბის მიზ­ნით ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა არის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მო­გო­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტი, რომ­ლის გა­ბა­თი­ლე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია უბ­რა­ლოდ თვა­ლის გა­ხე­ლით. თა­ვად მისი ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლე­ნი არი­ან და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს და სხვა უწყე­ბებს ისე­დაც აქვთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, ამას თა­ვად აღი­ა­რებს ბა­ტო­ნი სუ­ბა­რი.

ზო­გა­დად, რო­დე­საც ქყ­ვე­ყა­ნა ითხოვს აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრი­რე­ბას, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­შია, რად­გან ნამ­დვი­ლი აგენ­ტე­ბი ვინც არი­ან, ძა­ლი­ან კარ­გად იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. კარ­გად ვი­ცით, რომ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში “ოც­ნე­ბას“ რუ­სე­თის არ­ცერ­თი აგენ­ტი არ გა­მო­უვ­ლე­ნია და და­უ­კა­ვე­ბია. ახლა ის­მის კი­თხვა – ვინ არი­ან ნამ­დვი­ლი აგენ­ტე­ბი, ისი­ნი, ვინც იბ­რძვი­ან ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მე­დე­გო­ბის და სიძ­ლი­ე­რის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მხარს უჭე­რენ ოკუ­პა­ცი­ას, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ჭე­რას, თუ ის ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ავა­შე­ნოთ, ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რი­დან გა­მოვ­ძვრეთ და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მი­ვი­ღოთ სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ვერ და­ჩაგ­რავს რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს.

პარტნი­ო­რე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან ისე, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არც იცი­ან, რომ ამა­ზე ფული წა­მო­ვი­და, მა­გა­ლი­თად, შვე­დე­თი­დან, ბრი­ტა­ნე­თი­დან, თუ ბრი­უ­სე­ლი­დან. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბა, დიდ­წი­ლად ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის და მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბის შე­დე­გია. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ კა­ნონს ვერ მი­ი­ღებს – კარ­გად ვხე­დავთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბას, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, რომ ის სრუ­ლი­ად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლოს სურ­ვილ­თან გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამას სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ის შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რომ ამ კა­ნო­ნის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო პი­რის­პირ დარ­ჩე­ბა რუ­სეთ­თან და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ეს ქმე­დე­ბა ზუს­ტად იმი­ტო­მაა ასე­თი სა­ხი­ფა­თო, რომ ის პი­რის­პირ გვტო­ვებს რუ­სეთ­თან. ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას ექ­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო-და­სავ­ლე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ყვე­ლა­ზე ცუდი იქ­ნე­ბა ის, რომ პი­რის­პირ დავ­რჩე­ბით რუ­სეთ­თან და საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ უკუს­ვლას, ესეც, რა თქმა უნდა, მოხ­დე­ბა – ამ­ხე­ლა სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რეს­დე­ბა და მე­ტიც, გა­უ­ა­რეს­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ თუნ­დაც უფა­სო იუ­რი­დი­ულ (რაც ყვე­ლა­ზე ხში­რია), სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, რო­გო­რი­ცაა სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის ინ­კლუ­ზი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, შშმ პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბა, დევ­ნი­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის პროგ­რა­მე­ბი… სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ მი­ვი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან უკუს­ვლას და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა, რა­საც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­დან მი­ვაღ­წი­ეთ, საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გე­ბა“.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share