“ალტინფოს” ადგილობრივმა ლიდერმა მამუკა ანდღულაძემ, ვროკავშირის დროშის დაწვა გურიის გუბერნიის წინ სცადა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა უთხრეს.
მდინარაძე საკუთარი მანქანით მივიდა შენობასთან, სადაც როგორც გუბერნია, ასევე ოზურგეთის საკრებულო და მერიაა განთავსებული, ძრავა არ ჩაუქრია და შენობის წინ აღმართული დროშის მოპარვა სცადა.
თუმცა ამაში მას ხელი დაცვის პოლიციამ შეუშალა.
ინცინდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, რომელიც ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს.
როგორც მერიის პრეს სამსახურის უფროსმა ნინო ბახტაძემ გვითხრა, ინცინდენტი ამოწურულია და “საქართველოს, ევროკავშირისა და მუნიციპალიტეტის დროშები ამაყად ფრიალებენ”
თუმცა ბახტაძემ მეტი კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.
თავის მხრივ განცხადებებს არ აკეთებს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი გოჩა გაბედავა, და არც მისი თანამშრომლები.