ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა, რომლის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” იტალიურ “მილანს” დაუპირისპირდება.
დანარჩენი წყვილები შემდეგნაირად გადანმაწილდა:
რეალი (ესპანეთი)-ჩელსი (ინგლისი)
ინტერი (იტალია)-ბენფიკა (პორტუგალია)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)-ბაიერნი (გერმანია)
“ნაპოლის” წარმატების შემთხვევაში, ქართველის გუნდი “ბენფიკასა” და “ინტერის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება.