ნოვრუზი – სპარსული სიტყვაანოვრუზი – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი “ნოვ”- ახალს, ხოლო მეორე – “რუზ” დღეს ნიშნავს.
ოდითგანვე 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.
ნოვრუზის დღესასწაული, როგორც წესი, სამ დღეს გრძელდება. ნოვრუზის დადგომამდე თვის ოთხივე კვირის ოთხშაბათიც მნიშვნელოვანია. მას “უსკუსაც” უწოდებენ. ბოლო ოთხშაბათის წინა დღეს (სამშაბათს) სასაფლაოზე გადიან. მამაკაცები სურა “ფათიჰას” კითხულობენ, ხოლო ქალებს ხალვა, ფლავი და სხვადასხვა საჭმელი გააქვთ საფლავებზე. ნოვრუზის დღეს კი, საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის ოჯახები მოინახულონ, თუმცა ნოვრუზის დღესასწაულზე დამწუხრება ცოდვად ითვლება. ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხსა და სხვადასხვა საკვებს ხელმოკლე ოჯახებს უნაწილებენ; ამავდროულად ავადმყოფებსა და ნათესავებსაც მოინახულებენ. გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ეს დღე არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია.
მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, ნოვრუზ ბაირამი საქართველოშიც აღინიშნება.