21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა…დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი….„უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დაწესდა….რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა

21 მარტი 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. საქართველო დაუნის სინდომის დღეს წელს მეექვსედ აღნიშნავს. დაუნის სინდრომით ყოველი 800 ბავშვიდან ერთი იბადება.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად.­ დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას – წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share