საქართველოში არანაირი რუტინული ცხოვრება არ იქნება, ვიდრე მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
როგორც შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების შტაბის მუშაობაზე საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ამოქმედება, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში ძილის რეჟიმში იყო.
„პარტიას, სამწუხაროდ ამოქმედება სჭირდება, იმ ძილის შემდეგ, რაც პარტია იმყოფებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ახლა, პარტიის სტრუქტურა ამუშავდა და სჭირდება დრო, იმისათვის, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იყოს ამოქმედებული მთელი თავისი ძალით“, – აღნიშნა შაშკინმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა 9 აპრილის აქციაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა დაყენებული, შაშკინი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საკითხი ევროკავშირმა დააყენა, როდესაც საქართველოს 12 – პუნქტიანი მოთხოვნა შესთავაზა.
„ეს არ არის ევროკავშირის ულტიმატუმი. ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო და როგორც თვითონ ამბობენ, დაიწყეს ამ მოთხოვნების შესრულება. ამ მოთხოვნებიდან ერთ-ერთი არის პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაცია. საქართველოში, არანაირი რუტინული ცხოვრება არ იქნება, მანამ სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ.
9 აპრილის აქცია ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობა ვაიძულოთ დააკმაყოფილოს აღებული ვალდებულებები. თქვენ აიღეთ ეს ვალდებულებები და ახლა ნება იბოძეთ და შეასრულეთ ეს ვალდებულებები!“, – განაცხადა შაშკინმა.