bpn.ge თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს თანახმად, სარფის გამშვებ პუნქტზე შენიშნეს პირი, რომელსაც საქართველოდან 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა.
როგორც განცხადებაში წერია, საბაჟოზე დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცის ქურთუკზე უჩვეულო შებერილობა შენიშნეს და კონტრაბანდის ეჭვით ჩხრეკა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილს ზურგზე ნასვრეტებიანი ყუთი ჰქონდა მიკრული. გახსნის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ყუთში 250 წყლის კუ იყო მოთავსებული.
მოგვიანებით გაირკვა, რომ კუები ინვაზიურ სახეობებს მიეკუთვნებიან (ადამიანის საქმიანობის შედეგად გავრცელებული ბიოლოგიური სახეობა, რომელიც ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის) და ართვინის პროვინციის ბუნების დაცვისა და ეროვნულ პარკებს გადაეცა.