ლაზარე გრიგორიადის დაკავებას და ხელისუფლების რეპრესიებს სტუდენტები და ახალგაზრდები საგანგებო განცხადებით ეხმიანებიან. ევროპული მომავლისთვის მებრძოლი აახალგაზრდები ორგანიცავია “ჯენზი ევროპისთვის” დაფუძნებას აანონსებენ, რომლის მთავარი მიზანი ახალი თაობის უფლებების დაცვა იქნება.
ახალგაზრდებს, სტუდენტებს გვსურს გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკურ პროცესებს რაც საქართველოში მიმდინარეობს.
ჩვენ წარმოვადგენთ იმ თაობას რომელმაც საოცარი ერთობა გამოიჩინა 7, 8 მარტს და კბილებით დაიცვა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ეს არის თაობა ჯენზი, რომელიც დაიბადა თავისუფლებაში და მთავარი იდეალი საქართველოს დამოუკიდებლობაა. ახალგაზრდები ვიცავთ ამ ქვეყნის მომავალს და ევროპულ მისწრაფებას, ჩვენ დავდეთ პირობა, რომ აქტიურად ჩავერთვებოდით პოლიტიკურ პროცესებში და აქედან გამომდინარე დავაფუძნეთ ორგანიზაცია ჯენზი ევროპისთვის (Gen Z for EU)
ლაზარეს დაკავებამ, ახალგაზრდების მიმართ დაწყებულმა რეპრესიებმა დაგვანახა, რომ ჩვენი უფლებები ირღვევა და ჯენზი ევროპისთვის სწორედ ამ უფლებების დასაცავად იბრძოლებს, რომლის მთავარი მიზანი იქნება სტუდენტებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ორგანიზაცია იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივებზე და ასევე ექნება საგანმანათლებლო ხასიათი, – ნათქვამია განცხადებაში.