მიხეილ სააკაშვილს გასტროენტეროლოგი სოფო მებუკე აღარ უმკურნალებს, – ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა.
უცნობია, რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა როგორც ზურაბ ჩხაიძის განაცხადა, ეს გადაწყვეტილება თავად ექიმმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კლინიკა „ვივამედის“ წინააღმდეგ პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ მოკვლევა დაიწო, რაც გასტროენტეროლოგ სოფო მებუკეს მიერ მესამე პრეზიდენტის პირადი ინფორმაციის სატელევიზიო ეთერში გამჟღავნებას უკავშირდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 31 მარტს განაცხადა, სამსახურმა მოკვლევა მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
„ჩემ მიერ შეტანილი იქნა საჩივარი. გახსოვთ, კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა ჩაატარეს პრესკონფერენციები, რომელზეც ენდოკრინოლოგმა, გახარებული რომ დადის სულ, თითქოს დეფილეზე იყოს, გააჟღერა სააკაშვილის პირადი მონაცემები. ამ ფაქტთან და კიდევ სხვა სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით მივმართეთ რეგულირების სააგენტოს და მოგვივიდა პასუხი, რომ დაიწყო მოკვლევა, გამოთხოვილ იქნა კონკრეტული დოკუმენტაცია.
გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, რომელთა გაჟღერებისგან თავს ვიკავებ, კონფიდენციალური“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.