“ქართველი ხალხისგან მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია – ძალიან ამაყი და ძლიერი. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად ხალხს აქვს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან“, – ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი .