“მსურს რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ იმის შესახებ თუ რას წარმოადგენენ ქალები საქართველოს ისტორიაში, საქართველო გახლავთ მედეას ქვეყანა და იმის მიუხედავად რომ, მედეა არ გახლავთ ცნობილი საქართველოს გარეთ და მას სხვა ფორმაში იცნობენ, როგორც ბავშვების მკვლელს, საქართველოში მედეა ცნობილია როგორც ჰომეოპათიური მედიცინის მკურნალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ ქართული კულტურის და ძალიან ბევრი ექიმი საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს ამ მიმართულებით. […]
ქართველებისთვის მნიშვნელოვან ქალს წარმოადგენს წმ ნინო, რომელმაც ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში და ამის შემდგომ მრავალი ქალი წმინდანი გვყავდა საქართველოს ისტორიაში. ისტორიულ ასპარეზზე გვყავს თამარ მეფე, რომელმაც ძალიან მნიშვნელობანი ადგილი დაიკავა საქართველოს განვითარებაში და მისი მეფობის პერიოდი ოქროს ხანადაა მოხსენიებული ამ პერიოდში აღორძინდა ქართული ისტორია და კულტურა. აღსანიშნავია ამასთანავე, რომ საქართველოს ისტორია ბევრ და ბევრ ქალზეა დაფუძნებული. 1918 წელს საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც მიანიჭა ქალებს უფლება, რომ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და ასევე 1920 წელს მათ შეძლეს ემოღვაწევათ პოლიტიკურ ასპარეზზე. პირველი კონფლიქტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მოხდა თარიღდება 1921 წლით, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ერთ-ერთი მოხალისე გახლდათ 18 წლის გოგონა მარო მაყაშვილი, რომელიც გახდა ხატი ქალებისა ჩვენს ქვეყანაში. ქალები აქტიურად აღუდგებიან კონფლიქტებსა და ძალადობას და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან უფლებების დასაცავად, მაგალითად როდესაც დაიწყო ეროვნული მოძრაობა ქართველები ძალიან აქტიურად მომაწოდებინებდნენ 1991 წელს დემონსტრაციებში, და 9 აპრილს 1989 ძალიან ბევრი ქალი იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე რომლებიც რუსული რეპრესიის მსხვერპლი გახლდნენ”.
თქვა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე.