ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დღევანდელ ქადაგებაში:
“ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ რომელიღაც იმაში ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ, გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ და კარგად ვიყოთ და არა იმისთვის, რომ ვიღაცის მონები, რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ. ნურას უკაცრავად. ევროპამაც იცოდეს, ამერიკამაც იცოდეს, რუსმაც თურქმა, ირანელმა და ჩინელმა და ა.შ. ქართველი კაცი არასდროს არ გახდება არავის მონა. “