საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის პასუხობს.
სააკაშვილი წერს, რომ ნავალნისთან ორი რამ აერთიანებს: კორუფციის სიძულვილი და ის რომ, “ორივე, ვლადიმერ პუტინის მთავარი მტრები არიან”.
“ალექსეი ნავალნისთან, ჩემი ღრმა რწმენით, იმის მომავალ პრეზიდენტთან, რაც მოკლე დროში დარჩება რუსეთისგან, მე ორი მომენტი მაერთიანებს: ის, რომ ჩვენთვის, ორივესთვის, ერთნაირად მიუღებელია კორუფცია, და ის, რომ ჩვენ, ორივე, ვლადიმერ პუტინისთვის მთავარი მტრები ვართ. ვუსურვებ ალექსეის გადარჩენას, თავისუფლებაზე გამოსვლას და სასურველი მიზნის მიღწევას”, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.