ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად ჰყავთ გადაყვანილი. საქმის მასალებისთვის ამ ექსპერტიზის პასუხების დართვას პროკურატურა ითხოვდა.
როდის ჩაინიშნება ბადრი ესებუას მორიგი პროცესი, ჯერ ცნობილი არაა.
შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკში” შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.
ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.