სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარს დართული აქვს ომბუდსმენის კონსილიუმის ბოლო დასკვნაც:
„ბოლო ვიზიტის შემდეგ სახალხო დამცველის კონსილიუმმა ანგარიში მოამზადა და ეს დასკვნა საზოგადოებას წარუდგინა. იმ საჩივარს, რომელიც მათ სტრასბურგს წარუდგინეს, კონსილიუმის მოსაზრებებიც თან დაურთეს. ამ ეტაპზე ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, იქაც მხარეებს სთხოვენ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინონ და ეს მიმდინარეობს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო თავის მოსაზრებებს აწვდის. საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ალბათ, ამ საქმესთან დაკავშირებით ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს”, – განაცხადა იოსელიანმა.[IPN]შეგახსენებთ, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა ექიმებმა მესამე პრეზიდენტი ბოლოს 2 აპრილს მოინახულეს, მათი დასკვნა კი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, 4 აპრილს გამოქვეყნდა.