მოსკოვთან დრონი ჩამოვარდა…..რომელსაც 17 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა

მოსკოვის ოლქში, ქალაქ ნოგინსკის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. რუსული ტელეგრამის არხი “ბაზა” წერს, რომ დრონს 17 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა თან.

სახელისუფლებო მედია “ტასი” წერს, რომ დრონი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნოგინსკის მახლობლად ტყეში 23 აპრილს აღმოაჩინა. არსებული ინფორმაციით, მან პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ სახლიდან 300 მეტრში დიდი თვითმფრინავი იპოვა.

“ბაზა” ამბობს, რომ ჩამოვარდნილი დრონი იყო უკრაინული წარმოების UJ-22 Airborn, სიგრძით 3,5 მეტრი. მედია ვარაუდობს, რომ დრონს საწვავი ამოეწურა.

საიდან გაუშვეს დრონი, ჯერჯერობით უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share