პოლონეთის სეიმის წევრი კასპერ პლაზინსკი ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელსა და ქვეყანაში საქართველოს ელჩს შეხვდა. პლაზინსკი წერს, რომ ისაუბროეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემაზე და მან წამოჭრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი.
კასპერ პლაზინსკის თქმით, პოლონელი ექიმები ოფიციალურ დოკუმენტებს აგროვებენ და როგორც ჩანს ისინი მალე ჩამოვლენ.
“რა თქმა უნდა, მე დავაყენე პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და პოლონელი ექიმების მხრიდან წვდომის საკითხი. გადაწყვეტილება დადებითია, ჩვენი ექიმები ოფიციალურ დოკუმენტებს აგროვებენ.როგორც ჩანს, ისინი მალე გაემგზავრებიან”, – წერს პოლიტიკოსი.