“საქართველო, ყველა პარამეტრით, ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა” – თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, თვლის რომ “საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ერთი წლის წინაც იმსახურებდა და იმსახურებს ახლაც, რადგან, ყველა პარამეტრით, ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა”.

“ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ევრორეკომენდაციები სრულად შესრულდეს და საქართველოს მხარეს არც ერთი მიზეზი არ დარჩეს, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებაზე შესაძლოა უარის საფუძველი გახდეს. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ერთი წლის წინაც იმსახურებდა და იმსახურებს ახლაც, რადგან ყველა პარამეტრით ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა” – თქვა თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share