პუტინმა ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელების დეპორტაციის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ უკრაინელების დეპორტაციას გულისხმობს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადეს.

განკარგულების მიხედვით, მათ ანექსირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება 2024 წლის 1 ივლისამდე შეეძლებათ.

შეგახსნებეთ, დოკუმენტის ცალკეული პუნქტი ეხება მათ, ვინც “რუსეთის ეროვნულ უსაფრთოხებისთვის საფრთხის შემცველია”. უკანონოდ ანექსირებული რეგიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც “კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლას” ემხრობიან, “ტერორისტულ ან ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევიან, ან/და არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობენ”, დაადეპორტებენ და რუსეთში შესვლას აუკრძალავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share