“5 თვის განმავლობაში მის ტანჯვას ვუყურებთ…ლინჩის წესით ასამართლებენ”- ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებენ სპეციალისტები, მიუხედავად ამისა, ადვოკატების თქმით, ის შესაბამის მკურნალობას ისევ ვერ იღებს. რუსთავის ციხეში ექიმებს არ უშვებენ იმისთვის, რომ მიხიელ სააკაშვილის მდგომარეობა შეამოწმონ.

“გამოთქმული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომხელისუფლებას აქვს განზარხული მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფიზიკური ლიკვიდიცია, პირდაპირ ფიზიკური განადგურება, არის სამწუხაროდ სიმართლე”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

მისი თქმით, რაც ხდება არაადამიანური მოპყრობის კლასიკური სახეა და ამ პროცესში ყველა მოაწილე პასუხს აგებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ სააკაშვილის მულტიპროფილური დიაგნოსტიკა ამ დრომდე არ მომხდარა.

“ჩვენ ვუყურებთ 5 თვის განმავლობაში ამ ადამიანის ტანჯვას და არანაირი წინსვლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში არ არის. შესაბამისად, მე ვფიქრობ ერთადერთი სწორი გამოსვალი იქნება მისი არ ვიცი როგორი მექანიზმით, გაყვანა სხვა კლინიკაში, მესამე ქვეყანაში. ახალი დიაგნოსტიკაა ჩასატარებელი, ვინაიდან, აღარ ვიცით უკვე რა მდგომარეობაშია, ჩვენ არ გვაქვს 2 თვის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია. რაც აქ ხდება, ამას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ანგარიშსწორება პოლიტიკური და პრაქტიკულად ლინჩის წესით მიმდინარეობს მისი გასამართლება”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა. 

ცნობისთვის, გუშინ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ციხის დირექტორს კიდევ ერთხელ დაავალა მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო ზომების მიღება, თუმცა მან ციხეში “ემპათიას” კონსილიუმის წევრების შესვლაზე არაფერი თქვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share