”ბოლო დროს, ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით განსმჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული, მშვიდობისკენ მიმართული [აქცია] და ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ადამიანების შეკრება, მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო – როგორც ვხედავდი, ამ შეკრების დევიზი ეს იყო […] ახლა, ძალიან მძიმე, საომარ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება, მშვიდობა არის უპირატესი მიზანი და თავისთავად, მშვიდობის ფონზე, ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის, იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც გვაქვს. თავისთავად, ეს ყველაფერი გვაერთიანებს ამ აქციის მონაწილეებთან.”
– ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი გუშინ რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის, მიერ ორგანიზებულ აქციას.