“გილოცავთ, უკვე ნატოს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ“ – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნატო-ს სწავლებში ქართული ჯარის გამოთიშვას ეხმაურება.

“გილოცავთ, უკვე ნატოს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ  ეს არგუმენტი რომ თურმე ძვირია არ მიიღება.პირველი იმიტომ რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანზე რაზე ხარჯავთ ფულს და მეორე და მთავარი, მსგავს სწავლებებში მონაწილეობა ჩვენ, როგორც წესი, დიდი არაფერი გვიჯდებოდა იმიტომ რომ ტრადიციულად პარტნიორები უზრუნველყოფდნენ ხოლმე!“, – წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

შეგახსენებთ, საქართველო ნატოს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში, DEFENDER 2023-ში არ მონაწილეობს, თუმცა დაწყებამდე მონაწილეთა სიაში იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share