ბავშვებს ბაღებში თავზე ჭერი აქვთ ჩამონგრეული, აწვიმთ, მაგრამ მერიას მათთვის ჯერ არ სცალია – თათია ნიკოლაშვილი

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი გურიის ბაღებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
”ეს ფოტოები მივიტანე დღეს საკრებულოს სხდომაზე, იმისთვის, რომ მეჩვენებინა რა უმძიმესი რეალობაა ოზურგეთის ბაღებში და რეალურად რაში უნდა დაიხარჯოს ხალხის ფული..
პასუხი გაინტერესებთ? – უნდა გენახათ ივანიშვილის მოურავის, თალაკვაძის მონები რა გამგელებულები ხევდნენ ამ ფოტოებს…
არ ვიცი ასე მონდომებით ფაქტებს უმალავდნენ კამერებს თუ ეგონათ ხალხის პრობლემებს ანადგურებდნენ, მაგრამ რომ გენახათ როგორ ილანძღებოდნენ, იფურთხებოდნენ, ყვიროდნენ, ფიზიკურად იწეოდნენ და ლამობდნენ გამოეგლიჯათ ეს ფოტოები …  გროშებს რომ მიუგდებს თალაკვაძე, რომელიც თავად მილიონებს იდებს ჯიბეში, იმის დასაცავად..
ამ დროს, 21-ე საუკუნეში, ბავშვებს თავზე ჭერი აქვთ ჩამონგრეული ბაღებში, აწვიმთ, საწოლების არ ქონის გამო ვერ აძინებენ, შეშის ღუმელზე თბებიან, ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ამყოფებენ და ეუბნებიან, რომ უფრო პრიორიტეტული თურმე კუბოების დადგმაა ქალაქის ცენტრში, ან მერიის პარკინგის განახლება.. მათთვის კი ჯერ არა, მაგრამ ოდესმე “მოიცლიან”!
ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze გიმალავენ ამას? თუ გინახავთ და მაინც გგონიათ თქვენი მანქანები და კუბოებია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ ბავშვების პრობლემების მოგვარება? ” – წერს თათია ნიკოლაშვილი.
+13
All reactions:

27

21
3
მოწონება

 

კომენტირება
გაზიარება

21 კომენტარი

ყველაზე რელევანტური

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share