დაგროვებითი პენსიის გაცემა უკვე დაიწყო – რამდენმა ადამიანმა ისარგებლა რეფორმით

„დღეის მდგომარეობით უკვე 3,3 მლრდ ლარი გვაქვს დაგროვილი საპენსიო ფონდში, რაც ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი ოდენობით თანხაა. ამასთან, მას შემდეგ, რაც საინვესტიციო საქმიანობა დავიწყეთ, ეს არის 2019 წლის დასაწყისი, უკვე 500 მლნ ლარზე მეტი გვაქვს სარგებელი მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, იმიტომ, რომ რეალურად ეს თანხა არის ჩვენი მონაწილეების საკუთრება, ეს არის მათ დანაზოგზე დარიცხული სარგებელი, რომელიც შესაძლებელი გახდა მიგვეღო ჩვენი საინვესტიციო საქმიანობიდან გამომდინარე. ამ სქემაში დაახლოებით, 1,300 მლნ-ზე მეტი ადამიანი გვყავს გაწევრიანებული და ძალიან გვახარებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ პენსიების გაცემას.

ბუნებრივია, ჯერჯერობით პენსიის მიმღებთა რაოდენობა არ არის ძალიან დიდი, მაგრამ რაც დრო გავა, უფრო მეტი ადამიანი მიაღწევს საპენსიო ასაკს და რეალურ სარგებელი, რასაც ამ რეფორმისგან ველით, მომავალ წლებში კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდება“,- განაცხადა გიორგი დანელიამ
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share