რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად არის პროვოკაციაზე წამოგება – ნინო წილოსანი

პრეზიდენტის ბრიფინგიდან ერთი რაც შემიძლია პოზიციურად ვთქვა, ეს არის მისი განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, ამიტომ თუ ის ასე ფიქრობს, რომ ეს პროვოკაციაა, ამ პროვოკაციაზე წამოყოლა და ამ პროვოკაციაზე ავარდნა და ჩვენი მხრიდან იმ პრინციპის დარღვევა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვერ ვუწესებთ სანქციებს, ამით პასუხის გაცემა, ვფიქრობ, არანაირ ჭკუასთან ახლოს არ შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე თუ ამ ჭრილში შევხედავთ საკითხს და ამას პროვოკაციად შევაფასებთ, ჩვენი მხრიდან ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად არის პროვოკაციაზე წამოგება.

– ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმების თაობაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share