მამა, პეტრე კოლხი უსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას ეხმაურება და წერს.
„რუსეთმა სოხუმში დაგვაბრუნოს….
ჯერ ის გადმოგვცეს, რაც ჩვენია და წაგვართვა!..
რუსებს რა ვუთხრა, როცა რუსებზე უარესს ქართველები აშავებენ…
მთავარია კარგად იციან, რომ ევროპაში ,,ქართველობას ართმევენ”…
მეტი წყევლა რა უნდა იყოს, მართლა არ ვიცი!..“ – წერს მამა პეტრე.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.