19 მაისს, 13 საათსა და 50 წუთზე თბილისის აეროპორტში დაეშვება ისტორიული თვითმფრინავი, რეისით – A 4851 – ამის შესახებ პრორუსი პოლიტიკოსი ვალერი კვარაცხელია წერს.
პუტინის ხელისუფლების მხარდამჭერი, აღნიშნავს, რომ “დიპლომატურმა შრომამ ნაყოფი გამოიღო”:
„ჩვენს ძვირფას თანამემამულეებთან ერთად ამ პირველი რეისით ჩამოვფრინდებით დელეგაციის წევრებიც, ვისმა დაძაბულმა დიპლომატიურმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ამიერიდან ბედნიერად იფრინეთ უვიზოდ და პირდაპირი რეისებით, “- წერს ის.