”მე აგნოსტიკი ვარ, ესე იგი, არ ვიცი, არის ღმერთი თუ არა. კარგი იქნებოდა რომ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება, იმ ქვეყანას ჯოჯოხეთი არ ამცდებოდა. ბევრი ცოდვა მაწევს კისერზე, მაგრამ მათ შემცქერს თავი სამოთხეში მეგონებოდა მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვიქნებოდი კარგ დღეში
მიუხედავად ჩემი აგნოსტიკობისა მაინც ვლოცულობ ყოველდღე, ყოველდილას:
1. ღმერთო, ჰქმენი სასწაული და გადაარჩინე საქართველო,
2. ღმერთო, გაამარჯვებინე უკრაინას ისე, რომ რუსეთი სამუდამოდ დაინგრეს და დაიშალოს,
3. ღმერთო, ჩაგვახედე ჩვენს გულსა და სულში, დაგვანახე ვინ ვართ, რანი ვართ, შეგვაძრწუნე და და გაგვხადე შენი ღირსი.
მერე კიდევ სხვა უფრო პირდი თხოვნები მაქვს ჩამოსათვლელი.
მერე ცოტახანს, სულ ცოტახანს ვფქირობ, ვინ იცი, ეგებ…
მერე მახსენდება რუსების წინ წაკუზული ქართველები, ელარჯებს და საცივებს რომ მიართმევენ ჩვენს დიდ ძმებს და ჩემს თავზე მეცინება, რომ კიდევ რაღაც იმედს ვებღაუჭები.
არის ღმერთი? არ არის ღმერთი? ნამდვილად არ ვიცი. ალბათ ღმერთმა იცის..” – წერს დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში.