გარეწარი ოპოზიციის მიზანი არის გამწარებული ადამიანებით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა – მოროშკინა

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესი მაისში არ შედგა, მიზეზი უამინდობა და პოლიტიკური არეულობაა.

“ახლა კარგად მომისმინეთ!

ვისაც სასტუმრო და რესტორნების ბიზნესი აქვს,

ყველამ კარგად იცის, რომ მაისი ჩავარდა!

ერთი მიზეზი უამინდობაა, მეორე კი  პოლიტიკური.

მუდმივი დესტაბილიაციის მცდელობა კლავს ბიზნესს!

ამ ბიზნესზე დამოკიდებულია ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქეების ბედი.

ზუსტად ესაა გარეწარი ოპოზიციის მიზანი!

ხალხის გაღატაკება,  ტურისტული სეზონის ჩაგდება და  ოქტომბერში დამშეული, გამწარებული ადამიანების მეშვეობით,სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა!

გაიგეთ ეს!!!!

ესაა გავრილიადა, ლავროვიადა, ლიაკობა და სხვა აგენტურული მზაკვრობა.

და ეს მაშინ, როცა როგორც არასდროს ახლოსაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!”, – წერს ლალი მოროშკინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share