რატომ ჩავიდა დათო ტურაშვილი აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში და რატომ გადაიღო სურათი წითელ მოედანზე – „ეს მოხდა ორი მი­ზე­ზის გამო”

მწე­რალ­მა დათო ტუ­რაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა, თუ რა­ტომ იყო 2008 წლის ომის შემ­დეგ მოს­კოვ­ში ჩა­სუ­ლი და ასე­ვე გა­იხ­სე­ნა რუს რე­ჟი­სორ ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­თან მწვა­ვე დი­ა­ლო­გიც.

მისი თქმით, მოს­კოვ­ში ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის შვი­ლის ნათ­ლო­ბა­ზე იყო მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც შეხ­ვდა მი­ხალ­კოვს, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის სი­მამ­რი იყო.

“მი­თხრეს, რომ რო­მე­ლი­ღაც სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ჩემი მოს­კოვ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. არ მგო­ნია, ამ სა­ა­გენ­ტომ ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვით გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა…

ნამ­დვი­ლად ვარ მოს­კოვ­ში ნამ­ყო­ფი ორი მი­ზე­ზის გამო.

ჩემი წიგ­ნი “ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა” ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და, რომ რუ­სეთ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო და რუ­სებს გა­ე­გოთ… ახ­ლაც მინ­და, რომ წიგ­ნი გა­მოს­ცენ რუ­სეთ­ში და ამ წიგ­ნის გამო შევ­ხვდე რუს მკი­თხვე­ლებს, რომ მათ მო­ვუყ­ვე, ავუხ­სნა, რა­ტომ არ გვინ­და ვი­ყოთ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნა­წი­ლი. ილუ­ზია არ მაქვს, რომ ამ წიგნს რომ წა­ი­კი­თხა­ვენ, ან ფილ­მს რომ ნა­ხა­ვენ, შე­ეც­ვლე­ბათ წარ­მოდ­გე­ნე­ბი. რომ რამე იმოქ­მე­დებს მათ­ზე, მაგ­რამ მა­ინც… რუ­სეთ­ში ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით, ფიქ­რო­ბენ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ 63 მი­ლი­ო­ნი და მუს­ლი­მა­ნუ­რი ქვე­ყა­ნა. აი, არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იცი­ან რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

კი­დევ ერთი მი­ზე­ზი იყო, რომ ნათ­ლო­ბა­ზე დამ­პა­ტი­ჟა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა, ჩემ­მა ძვირ­ფას­მა მე­გო­ბარ­მა, ნათ­ლო­ბა­ზე უარს რო­გორ ვე­ტყო­დი. წი­თელ მო­ე­დან­ზე გა­და­ღე­ბულ ერთ ფო­ტო­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რი მეც­ვა და მე­ო­რე­ში კი – მა­ი­სურს კოტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი ეწე­რა: “ჩე­ჩენ-ვე­ჩენ”. წი­თელ მო­ე­დან­ზე კი იმი­ტომ მი­ვე­დი, რომ მინ­დო­და მე­ნა­ხა აბელ ენუ­ქი­ძის დარ­გუ­ლი რა­ჭუ­ლი ფიჭ­ვე­ბი ხა­რობს ისევ თუ არა…

მოკ­ლედ, მე­ო­რე მი­ზე­ზი ჩემი “ჯინ­სე­ბის” თა­ო­ბის გა­მო­ცე­მა იყო, რო­მე­ლიც ნა­თარ­გმნი იყო და გა­მომ­ცემ­ლე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ გა­მო­ცე­მა­ზე. ვი­ფიქ­რე და რე­ზო­მაც მი­თხრა, რომ იქ­ნებ ამ საქ­მე­ში მი­ხალ­კო­ვი დაგ­ვხმა­რე­ბო­და, მაგ­რამ, როცა ვუ­თხა­რით, – მი­პა­სუ­ხა, – ძა­ლი­ან კარ­გად მაქვს წა­კი­თხუ­ლი შენი წიგ­ნი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ეს რუ­სეთ­ში არ გა­მო­ვი­დე­სო. ცი­ვად მი­თხრა და მეც ცი­ვად ვუ­პა­სუ­ხე. მერე ვი­ფიქ­რე, რე­ზი­კოს­თვის იქ­ნე­ბო­და უხერ­ხუ­ლი, შვი­ლის ნათ­ლო­ბი­სას, მის სი­მამ­რთან რომ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ ჩემი ბრა­ლი არ იყო. მან და­ი­წყო. დიდი რე­ჟი­სო­რი კია, მაგ­რამ დიდი შო­ვი­ნის­ტია. არ გა­ჩერ­და და მეც ვუ­თხა­რი, – აი, ასე­თი შო­ვი­ნის­ტი და კავ­კა­სი­ე­ლე­ბის ასე­თი მო­ძუ­ლე რომ ხარ, იმი­ტომ დაგ­სა­ჯა ღმერ­თმა, ერთი სიძე ქარ­თვე­ლი გყავს და მე­ო­რე ჩერ­ქე­ზი-მეთ­ქი. 200 წლის წინ, თქვენ­მა გრი­ბო­ე­დოვ­მა ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გი გოგო რომ წა­იყ­ვა­ნა ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძე, აი, 200 წლის შემ­დეგ რე­ზი­კომ გა­და­გი­ხა­დათ სა­მა­გი­ე­რო, თქვე­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გი გოგო წა­მო­იყ­ვა­ნა-მეთ­ქი. გა­გიჟ­და…” – თქვა ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფო­რუ­ლას” ეთერ­ში  დათო ტუ­რაშ­ვილ­მა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share