იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოცქსელში წერს:
„ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს შექმნას უმრავლესობის ილუზია, თითქოს საზოგადოებრივი აზრი მისკენ არის.
ამისთვის აქვს შექმნილი ათასობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში და მობილიზებული ყავს პარტაქტივი.
სოციალური ქსელის ამ მწვანე კაცუნებს, რადგან თავში სიცარიელე აქვთ, კამათი არ შეუძლიათ და მხოლოდ იგინებიან. ბოთე ტროლებს ვეძახით ასეთებს.
ყოველთვის, როცა ასეთი, უსახო ბოთე ტროლები შემოგიცვივდებიან, ზედმეტი დისკუსიის გარეშე დაბლოკეთ და გულთან არასოდეს მიიტანოთ, რადგან რუსი ივანიშვილის ავატარები არიან და მთავარი დანიშნულება სწორედ ჩვენს ემოციებზე იერიში აქვთ.
ხოლო თქვენ, ვინც ამ ქვეყნის წინსვლისთვის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვით, ამ ქვეყნის ევროპული ყაიდის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის შრომობთ, დარწმუნებული იყავით, რომ ამას ნამდვილად შევძლებთ. არ ვართ ჩვენ ხელწამოსაკრავი ხალხი, რადგან იმისთვის, რასაც ვაკეთებთ, თავის გადადება გააზრებულად შეგვიძლია.
დღეს, როცა მყრალი რუსეთი საკუთარ სიბინძურეში იძირება, ჩვენ, ჩვენი ევროპული მომავლის და ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ.“ – წერს მშვენიერიძე.