”მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს – რა თქმა უნდა მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე ოპოზიციიდანაც – რომ დღევანდელი დისკუსია გამოღვიძების ბოლო ზარად აღიქვან. მათ გვერდზე უნდა გადადონ საკუთარი პარტიული ინტერესები, უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყონ ერთად მუშაობა ძალიან საჭირო დემოკრატიულ რეფორმებზე.”
ტვიტერზე წერს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ევროპარლამენტის მიერ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე.