გრიგოლ გურიელი ჩოჩხათში არსებულ ნაქალაქარზე

„მდინარე მალთაყვის შემაღლებულ სანაპიროზე, ჩოჩხათის აგარაკზე, რკინიგზის სადგურ „სუფსასთან“ ახლოს, არის ძველი სიმაგრის ნანგრევები, რომელსაც ეძახიან „ნაციხვარას“, ამ ადგილზე მსუბუქი გათხრებითაც კი შესაძლებელია სხვადასხვა ფორმის უზველესი აგურების ამოღება.
.
იმავე „სუფსის“ სადგურიდან 5 ვერსტზე სოფელ ჩოჩხათში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე ადგილზე რომლსაც ეძახიან „მეიდოინს“ (რუსულად წერია Меидойни – ალბად მოედანი), სამრევლო ეკლესიის გვერდით, არის ნანგრევები, რომელიც ძველი გადმოცემის თანახმად არის ამავე ადგილზე არსებული ქალაქის ნაშთები, ამავე ადგილზე ერთი საჟენის სიღრმეზე გათხრების დროს მე ვიპოვე დუღაბით ერთმანეთზე დაშენებული სხვადასხვა ფორმის ძველი აგურები, რომელთა გვედითაც აღმოჩნდა ვერტიკალურად დაყენებული ძალიან სქელი თიხის ერთი არშინის სიმაღლის სვეტები, რომლებსაც ქვემოთ გვარდითა კედლებზე ჰქონდათ გამჭოლი ნახვრეტები.
.
მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე „გრიგოლეთში“ ზღვასთან ახლოს, საბორნე გადასავლელთან ახლოს, ჭის ამოთხრისას ერთი არსინის სიღრმეზე მუშებმა ნახეს ორი პატარა თიხის ქოთანი, თუ დავუჯერებთ მუშებს ქოთნებში არაფერი არ იყო. ორივე ქოთანი გადავეცი ფარნგ ბატონ მურიეს.“
.
Приложеніе 3-е к протоколу №363 – Записка о древнихъ развалинахъ Гуріи (Озургетскій уѣзд) и Турецкой Грузіи (Бившая Батумская область); Г. Д. Гуріели (გამოქვეყნებულია – Труды Императорскаго Москоскаго Археологическаго Общества. Т. 13 1894 г.)
შეიძლება იყოს გზატკეცილი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share