პრეზიდენტმა ევროკომისიას პასუხი გასცა – ნინო სამყურაშვილი

ნიკა გვარამიას შეწყალებას მთავარი არხის ჟურნალისტები ეხმაურებიან. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ინტერესების სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო.

”ეს არის ის პასუხი, რაც შეიძლებოდა რომ გაეცა ნორმალურ სახელმწიფო მოხელეს იმაზე, რაც ქვეყნისთვის ხდება. როგორც საქართველოს მოქალაქემ დღეს ნამდვილად უნდა ვუთხრა სალომე ზურაბიშვილს მადლობა იმიტომ, რომ დღეს მან ევროკომისიას პასუხი გასცა, რომ თუ არ არის პროგრესი მედია მიმართულებით, აი, ახლა ამით დიდი პლიუსი საქარტველოს ჩაეწერა უკვე შემოდგომაზე,“  – განაცხადა ნინო სამყურაშვილმა.

წამყვანის თათია წოწონავას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის რომ ქვეყნის ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მედიის თავისუფლება. ხოლო პრეზიდენტს შეწყალების გადაწყვეტილებისკენ დღევანდელი გამოსვლები იყო სტოკჰოლმში, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ მედიათავისუფლების კუთხით პროგრესი არ აქვს საქართველოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share