ოზურგეთელი სპორტსმენების 15 მედალი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში

აღმოსავლურ ორთაბრძოლებში საქართველოს ჩემპიონატზე ოზურგეთიდან 15 სპორტსმენი გაემგზავრა და 15 მედალი ჩამოიტანა!
24 ივნისს ქ. თბილისში, ქსაის საერთაშორისო სკოლაში (დიღომი) გოჯუ-რიუ კარატე დოში. (სრული კონტაქტური კარატე) საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვონდოს სექციამ.
ასპარეზობაში 10 სპორტსმენი ოზურგეთიდან, 5 კი ურეკიდან გამოვიდა. საერთო ჯამში 15 სპორტსმენმა იბრძოლა.
აღსანიშნავია ის, რომ ამ შეჯიბრში მთელი საქართველოდან 220 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
ჩვენმა თხუთმეტივე სპორტსმენმა მოახერხა და შინ 15 მედალი წამოიღო.
ასპარეზობა სხვადასხვა წონით კატეგორიაში და ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებში და ბიჭებში გაიმართა.
ოზურგეთი
🥇 I ადგილი
ნათია ტუღუში 9 წილის ( 22 კგ)
მარიამ სეფიაშვილი 11 წლის ( 44 კგ)
🥈 II ადგილი
ნიკოლოზ ბარბაქაძე 6 წლის ( 20 კგ)
მარიამ დოლიძე 8 წლის ( 35 კგ)
გიორგი თვალაბეიშვილი 7 წლის ( 21 კგ)
🥉 III ადგილი
დანიელ ხუციშვილი 7 წლის ( 22 კგ)
ნიკოლოზ ერქომაიშვილი 7 წლის ( 24 კგ)
ნიკოლოზ ჩავლეშვილი 8 წლის ( 24 კგ)
საბა ჟორჟოლიანი 6 წლის ( 20 კგ)
გაბრიელ ბაბილოძე 7 წლის (22 კგ)
✅ მწვრთნელი – ირაკლი ტუღუში
ურეკი
🥇 I ადგილი
ფრიდონ ჩხარტიშვილი 12 წლის ( 45 კგ)
ლინდა სურმანიძე 15 წლის ( 56 კგ)
🥈 II ადგილი
ენრიკე სურმანიძე 11 წლის ( 37 კგ)
🥉 III ადგილი
ლუკა ჩხვიმიანი 15 წლის ( 50 კგ)
ზურაბ ჩხვიმიანი 13 წლის (52 კგ)
✅ მწვრთნელი – გიორგი ბერიძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share