მომღერალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე მომღერალ ნუცა ბუზალაძეს მოუწოდებს, “ახლოს არ მიიკაროს ეს ნეგატივი”. ბუზალაძეს მოქალაქეები მოსკოვში სიმღერის გამო აკრიტიკებენ.
ხაჩიძეს აინტერესებს, საერთოდ რატომ იხდის ბუზალაძე ბოდიშს.
“არ მესმის, რისთვის იხდი ბოდიშს და საერთოდ რა დააშავე?! მეგობართან სიმღერა როდიდან ტეხავს?! კრემლში იმღერე? საერთოდ ერთი რამე დაიმახსოვრე, ეს ხალხი იმიტომ გიწერს ასეთ საშინელებებს, რომ მათ არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის. შენ წარმატებასთან კი ახლოს არ ჩაუვლიათ.
ამ ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც შენ და არამარტო შენ გლანძღავს, მხოლოდ შურით, ბოღმით არის სავსე. ებრძვის ყველაფერს კარგს, ლამაზს და ისეთს, როგორიც შენ ხარ! მიყვარხარ ძალიან და ახლოს არ მიიკარო ეს ნეგატივი ჩემო ნიჭიერო გოგო!” – წერს ხაჩიძე.
ქართველმა მომღერლებმა, მათ შორის ნუცა ბუზალაძემ, მოსკოვში იმღერეს. ბუზალაძემ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.