”სოფელ გურიანთის სასაფლაომდე მისასვლელი ერთადერთი გზა – მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ძალიან დიდი ხანია ითხოვს დახმარებას – რეალობა უცვლელია.
წარმოიდგინეთ, აი აქ როგორ უნდა მოხდეს გადაადგილება… გურიანთა ძალიან დიდი ადმინისტრაციული ერთეულია, რომელსაც ყავს მაჟორიტარი დეპუტატი… თუმცა ეს “ქალბატონი” (მიჭირს ქალბატონი ვუწოდო, ისე კარგავს ქალის სახეს საკრებულოს სხდომაზე… ასეთი ქალები საერთოდ მგონია ოჯახებიდან არ მოდიან.) დაკავებულია ძირითადად მერის და ხელისუფლების ქება-დიდებით, ხალხის პრობლემები კი – არც მერამდე მიაქვს ეჭვი მაქვს რომ არ შეაწუხოს)) და არც თავად ინტერესდება.
ჰო… ნუ “ნაცების” ლანძღვა აუცილებელი კრიტერიუმია, რომელიც მოეთხოვებათ… ამ დროს, ამ ხალხს, ამის გამო ნამდვილად არ აურჩევიათ…
მერს რომ დაატარებდნენ საარჩევნოდ და დაპირებებს აძლევდნენ მოსახლეობას, ამ პრობლემების მოსაგვარებლად აირჩიეს.
სოფელს ჰყავს გამგებელი, თავისი ორი თანაშემწით, რომლებიც ასევე ხოტბის შესხმით არიან დაკავებულები ხელისუფლების მიმართ, ანაზღაურების დაკარგვის შიშით.
ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze, ამ ხალხს როდის უნდა დაეხმაროთ?
კეთილი ინებეთ და რისთვისაც ხართ მერის თანამდებობაზე დასმული, ის ვალდებულებები შეასრულეთ” – წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან , თათია ნიკოლაშვილი.