ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე ნასაკირალის უღელტეხილზე გზის დაგების დაუსრულებელი სამუშაოების შესახებ წერს:
”ვანგრიოთ და ვაშენოთ მუშა არ გავაჩეროთ !!!
”ქართული ოცნების” ხელისუფლება 3 წელზე მეტია ნასაკირალის უღელტეხილის დაგებას ცდილობს, ერთი წლის უკან გავაპროტესტეთ კიდეც დროში გაწელილი სამუშაოები.
ამაზე გაბრაზებულმა ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თქვენ რა იცით საქმის კეთებაო ,არც მეტი და არც ნაკლები საკრებულოს 2 წევრი დაგვიპატიმრეს.
ბატონმა ურუშაძემ (ვინც არ იცით გეტყვით, გურიის გუბერნატორია) ვრცელი ბრიფინგიც არ დაგვამადლა, დაგვგმო და საზოგადოებასაც ამცნო, რომ 2022 წლის მაისში გზის მშენებლობა აუცილებლად დასრულდებოდა ,დასრულების რა გიათხრათ მაგრამ 2023 წლის მაისი მოდის და რაც დააგეს იმას უკან ყრიან.
ავთანდილ თალაკვაძე ხალხზე ზრუნვით დიდად თავს, რომ არ იკლავ ეს გვაჩვენა შენმა 1წლიანმა მერობამ, მაგრამ ხანდახან თბილისიდან, რომ გვესტუმრები დავიჯერო შენ არ გიქმნის დისკომფორტს ამ გზაზე სიარული ?” – წერს მჟავანაძე.