ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტს აზიარებს და წერს, რომ “სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სრული სირცხვილია”.
Saakashvili’s treatment is an utter disgrace https://t.co/i7q8Hen6po
— Luke Coffey (@LukeDCoffey) July 3, 2023
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.
როგორც ზელენსკის განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა უწყებამ შემდგომში საქართველოს ელჩი დაიბაროს და სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის უკმაყოფილებაც დაუფიქსიროს.