”ამდენი წიგნი რომ წეიკითხა, ნეტა სა წევიდა?” – ზურა შევარდნაძე

”თალიკო მამიდას ჩემი ბებიასგან და ბებიების თაობის ქალებისგან ისიც გამოარჩევდა, რომ წიგნის კითხვა იცოდა და უყვარდა, სხვას ყველაფერს დანარჩენებივით საქმობდა, ჩას კრეფდა, ყანას და ბახჩას აკეთებდა, ყაჭიც ესვა და საყოლიც სხვაზე მეტად თუარა ნაკლებად მოვლილი არ ჰყავდა. შუშაბანდიალი ოთხთვალი სახლის გვერდზე, აკაციის სარის ღობესთან, იალტა ბალის ქვეშ ქონდა მოწყობილი სკამლოგინა, თავს როგორც კი დაიმარტოხელებდა კითხულობდა და კითხულობდა.
საუბრისას, შესაფერის ადგილას ჯავახიშვილის, ნონეშვილის ან კლდიაშვილის ისეთ ციტატას დაარტყამდა გაგვაკვირვებდა, გადავხედავდით ერთმანეთს მორცხვად.
ზოგჯერ, არც მეტი, არც ნაკლები ნიცშსეს მოიშველიებდა და მის ნათქვამს გაიმეორებდა, თან დააყოლებდა მე კიარ მითქუამს, ჩემი მობჟოტიალებული კიარ გეგონონ ნიცშემ თქუაო გაგვიმხელდა ამაყად.
თალიკოს ბევრი თანამოაზრე და ამ საკითხებში გამგები ბევრი არ ჰყავდა ამიტომ ვისაც ცოტა მაინც ესმოდა მისი იმას ებღაუჭებოდა. ერთი ასეთი იყო ჩვენი ბიძიშვილი მალხაზიე, იმასაც თალიკოსავით უყვარდა კითხვა, არ იყო ჩვენს სოფელში არც ერთ სახლში, სკოლის თუ სოფლის ბიბლიოთეკაში წიგნი მალხაზიას წაკითხული არ ჰქონოდა. თალიკო მამიდაც აძლევდა და ურჩევდა საკითხავს, მალხაზიასაც უშურველად მოქონდა და მოქონდა ახალი წიგნები თალიკოსთან. იყო ერთი მეგობრობა, საუბრები და სიამტკბილობა სკამლოგინაზე, იალტის ბლის ქვეშ..
ერთი ხანობა საქმე ისე წავიდა რომ თალიკო მამიდა და მალხაზიე პოლიტიკურად სხვადასხვა, განსხვავებულ აზრზე აღმოჩდნენ, დაიძაბა, გართულდა ურთიერთობა და შეიცვალა საუბრის არსიც.. თალიკო მამიდა მოთმინებით, თავდაჭერილად უსმენდა მალხაზიეს პოლიტიკურ მისთვის მიუღებელ შეხედულებებს და აზრებს.. როის, როის რომ ვეღარ მოითმენდა გულდაწყვეტული კითხავდა:
-ბიჯო მალხაზია, ამდენ წიგნს რომ კითხულობ სა მივა?
მალხაზიე აბურდღუნდებოდა…
წაიჩხუბებდენ და მალხაზიე გაეცლებოდა.
აღაც თალიკო მამიდაა და აღარც მისი სკამლოგონა იალტის ბლის ქვეშ, მალხაზიამაც ცხრაჯერ შეიცვალა პოლიტიკური შეხედულება მას მერე.
ხშირად მახსენდება და რომ ვხედავ წიგნიერი განათლებული კაცები და ქალები ჩემთვის მიუღებელ, გაუგებარ აზრებს აფრქვევენ ვკითხულობ ჩემდა გულში:
ამდენი წიგნი რომ წეიკითხა ნეტა სა წევიდა?” – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.
წელს ლეღვის ისეთი მოსავალი იქნება ჯერ რომ არ ყოფილა. თალიკო მამიდას ეზოდან მაქვს წამოღებული ”-” – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ლეღვი and ლონგანი გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share