თანამოსაყდრის მკვლელობის მცდელობა – “მთავარი არხისთვის” ინფორმაციით, ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს. დიდი ალბათობით პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
მკვლელობის მცდელობის ნამდვილობას სხვა ფაქტებიც ადასტურებს – მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოც და საგამოძიებო ორგანოებიც მალავენ ინფორმაციას, ცნობილი გახდა, , რომ საპატრიარქოში თვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდა გამოძიების ფარგლებში.
შიდა მოკვლევა აქვს დაწყებული თავად ეკლესიის მმართველ ორგანოს. რამდენიმე მეუფე ადასტურებს, რომ სმენია თანამოსაყდრე შიოს მოწამვლის მცდელობის შესახებ.
წყარო – მთავარი არხი