ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ დაანგრია საკუთარი მითოლოგიაც – გია ხუხაშვილი

„ბიძინა ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ დაანგრია საკუთარი მითოლოგიაც კი, ანუ მიზეზი არის რაღაც იმდენად სერიოზული, რომ საკუთარი იმიჯი მთლიანად დაამსხვრია,“ – ეს განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „დღის ამბებში“ გააკეთა. ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის „ქუჩური გარჩევა“ მიმდინარეობს და ამაში პროკურატურაც ჩართულია.

გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ ხაზზე საუბრობს, სადაც ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ აქვს და ფულს საზღვარგარეთ  შოულობს, ეს ხაზი კი ივანიშვილის სარჩელმა მმართველ ძალას ჩამოუშალა. ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის მიზანია, გიორგი ბაჩიაშვილი დაიქვემდებაროს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს.

საუბარი იმაზეა, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას მითოლოგიაზე, რომ ის არის წმინდა წყლის ქველმოქმედი, არანაირი ბიზნესინტერესები საქართველოში არ აქვს და ეს მითი, მუდმივად ამაზე ეწყობა მისი პორტრეტის ჩამოყალიბება ხელისუფლების მხრიდან. ამ დროს, რადგან მან გადაგა ნაბიჯი და, ფაქტობრივად, გვაჩვენა, რომ აქვს ბიზნესი, რომელიც წერს 800 პროცენტს წელიწადში და კრიპტოვალუტის მაინინგი საქართველოში ჩვეულებრივი ბიზნესი არ იყო, სერიოზული პრეფერენციები მიიღო ამ საქმიანობამ საქართველოში – ჩვენ ხარჯზე მოხდა, იაფი ელექტროენერგიიდან დაწყებული, საგადასახადო შეღავათები – ფაქტობრივად, ნულოვან ხარჯებიანი ბიზნესი იყო და დადგება დრო, როდესაც სერიოზულად იქნება ეს საკითხი შესწავლილი. ბიძინა ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ დაანგრია საკუთარი მითოლოგიაც კი, ანუ მიზეზი არის რაღაც იმდენად სერიოზული, რომ საკუთარი იმიჯი მთლიანად დაამსხვრია,“ – ამბობს ხუხაშვილი.

ხუხაშვილისთვის არადამაჯერებელია არგუმენტი, რომ ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს პოლიტიკური განცხადებების გამო დაუპირისპირდა.

აქ ჩემთვის მთავარია 2 აქსპექტი. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ჰეროიზაციას, რომ ის ბიზნესმენია და ბიზნესმენებს ჩაგრავს ხელისუფლება ან პოლიტკური მოტივებია, არადამაჯებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს, სავსებით არასერიოზულია, ბაჩიაშვილი არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ არის და არ არის შემჩნეული კრიტიკულობაში ხელისუფლების მიმართ. ბაჩიაშვილის პოლიტიკური აქცენტები არავის მოუსმენია. ის, რომ პოლიტიკურ მოტივებზე უნდათ ააგონ სტრატეგია ადვოკატებმა, ეს მესმის, თუმცა, კომიკურია. ვიცნობ ბაჩიაშვილს კარგად, ივანიშვილსაც ვიცნობ და დაახლოებით, წარმომიდგენია ეს,“ – ამბობს ხუხაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share