მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა – გორსა და მცხეთის შემდეგ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფო ჯაფარიძე თელავში ჩავიდა.
ასობით ადამიანმა საქართველოს პრეზიდენტს თელავიდანაც მიმართა და სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური უფლება-მოსილების გამოყენება სთხოვა.
მეხუთე პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა დედა სიდონიამაც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ქვეყნისათვის ღირსების საკითხია.
მოძრაობის წევრები თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთადერთი გზა მოქმედებაა. მათი თქმით, უნდა დაარწმუნონ პრეზიდენტი, რა მნიშვნელობა ენიჭება მის ერთ ხელმოწერას და მესამე პრეზიდენტი შეწყალებას.
ტვ პირველი