ადვოკატი სააკაშვილზე: იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სცემეს, არ ეპყრობიან ღირსებით

ადვოკატი მასიმო დანჯელო აცხადებს, რომ ციხეში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილს სცემეს.

დანჯელომ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში კონკრეტულ ეპიზოდზე ისაუბრა, როდესაც მისივე თქმით, სააკაშვილს დაცვის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საათი წაართვეს.

“იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სცემეს და ყოველ შემთხვევაში, ღირსებით და პატივისცემით არ ეპყრობოდნენ, რომელსაც ითხოვს ჟენევის კონვენცია და საერთაშორისო იურიდიული ნორმები. ბოლო კადრები იყო საჯაროდ გაშვებული მისი თანხმობის გარეშე და ფაქტი, რომ მას არ ეპყრობიან ღირსებით, ნათელია და თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ეპიზოდი, როდესაც სცემენ მას.

იყო მაგალითად ერთი შემთხვევა, მას ჰქონდა სვოჩის საათი ხელზე, რომელიც რამდენიმე თვე ეკეთა ციხეში და რამდენიმე მცველი შევიდა მის ოთახში, დააჯდნენ ზურგზე და სცემეს, მოგლიჯეს საათი და ვიცით, რომ ამ ეპიზოდის გამო, ზურგი დაზიანებული აქვს და ტკივილები გადადის მთელ სხეულში და ძნელად მოძრაობს. ეს ჩანაწერები ადასტურებს მის წამებას, რომელსაც იგი შეხვდა დაკავების პერიოდში”- ამბობს დანჯელო. [სინქრონული თარგმანი]

***

4 დეკემბერს ” target=”_blank”>დროებამ მოიპოვა მიხეილ სააკაშვილის და მასიმო დანჯელოს ჩანაწერი, რომელიც თავად ადვოკატის მიერ არის გაკეთებული. დანჯელომ სააკაშვილთან საუბარი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაწერა. საუბრისას ადვოკატი ინტერესდები ჰქონია თუ არა სააკაშვილის მიმართ ფიზიკურ ზეწოლასა და ძალადობას ადგილი, რაზეც მესამე პრეზიდენტი დადებითად პასუობს და 2 კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს. პირველი შემთხვევა სააკაშვილის თქმით, მაშინ მოხდა, როდესაც ის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ხოლო მეორე ეპიზოდი “სვოჩის საათის მოხსნას უკავშირდება”.

“მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ძალა გამოიყენეს… სადამსჯელო ეპიზოდი იყო. როდესაც პროცესზე ვერ ქნეს ის, რისი გაკეთებაც სურდათ, შემოვიდნენ და დამახტნენ, რომ მოეხსნათ საათი. ძალიან მტკივნეული იყო, წნევამაც 200-მდე ამიწია და ექიმიც შემოვიდა, მანამდეც მქონდა წნევა. არ ვიცი რა დროს დავკარგე მაისური, მაგრამ გამოთრევისას დავკარგე, ჩანაწერში ყველაფერი იქნება. ყელში მიჭერდნენ, მახრჩობდნენ და თავში მირტყამდნენ. კისერზე, რომ მაბიჯებდნენ, ეგ გადაღებულიც არის, შემდეგ მათ წაშალეს ეს ვიდეო, სადაც კარგად ჩანდა და დატოვეს ის, რაც აწყობდათ”, – ამბობდა სააკაშვილი დროების მიერ მოპოვებულ ჩანაწერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share