ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, გივი ცინცაძე “გურიის მოამბესთან” ორშაბათს, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გამზადებულ საკითხზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ღარიბი რეგიონის მუნიციპალურ ბიუჯეტში ჩინოვნიკების მაღალი ხელფასებისა და მეტი კომფორტისთვის, დამატებით ათი ათასობით ლარის ხარჯვაა გათვალისწინებული.
ენმ-ს ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და საკრებულოს წევრი გაძვირებული ცხოვრების ფონზე უფრო მეტად გამდიდრებული თანამდებობის პირების სახელფასო სარგოებს გვაცნობს:
”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი: ალექსანდე სარიშვილის ხელფასი – 5060ლარი, დღეში ჩვენი ჯიბიდან ბატონ მერს ვუხდით 168 ლარს, ჯამში ხელფასის სახით მიიღებს 242,800 ლარს;
მერის პირველ მოადგილე: ბიძინა იმნაიშვილს ხელფასი 3850ლარი, დღეში 128 ლარი ჯამში ხელფასის სახით მიიღებს 184,960 ლარს;
მერის მოადგილე: ქალბატონი ეკა გუჯაბიძე ხელფასი 3520ლარს, დღეში 117 ლარს გადაუხდით ჩვენ, რიგითი ლანჩხუთელები, ჯამში მიიღებს 168,960ლარს.
მერიის მხოლოდ ეს სამი მაღალჩინოსანი, ჩვენ ჯიბეებიდან ამოგვაცლის და გამდიდრდებიან 296,560ლარით.
საკრებულოს თავჯდომარე: ბესიკ ტაბიძის ხელფასი 4510 ლარი, დღიურად 150ლარს მიიღებს, ჯამში 216,480ლარს ამოგვაცლის ჯიბიდან ბატონი ტაბიძე. როდესაც თქვენ არ იცით ხვალ, როგორ უყიდოთ პური შვილებს და როგორ გადაიხადოთ გადასახადები, საკრებულოს თავჯდომარე სრულ ფუფუნებაში- იცხოვრებს ჩვენ ხარჯზე;
საკრებულოს თავჯდომრის პირველი მოადგილე: ემზარ თედორაძის ანაზღაურება 3410 ლარი იქნება, დღეში 113 ლარი, ჯამში ბატონი ემზარი 163,680 ლარს მიიღებს იმისთვის, რომ თავის 60 ათასიანი ავტომობით ისეირნოს მშვიდად… დამატებით მძღოლი და ( ავტომობილს ეძებენ, რომ უყიდონ).
საკრებულოს თავჯდომრის ორი მოადგილე: ბატონი გიორგი ჩახვაძე 2970ლარს მიიღებს და დღეში 100ლარს ჯამში 142,560ლარს და ქალბატონი ვერიკო კვირკველია 2970ლარს დღეში 100ლარს და ჯამში 142,560ლარს იმისთვის, რომ იჯდეს საკრებულოს სხდომაზე და აკეთოს? არაფერი!
საკრებულოს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავჯდომარე: ქალბატონი ია მოქია ხელფასის სახით მიიღებს 2200ლარს დღიურად სულ რაღაც 73ლარი ექნება. ჯამში 105,600ლარს მიიღებს არავინ არ იცის, რისთვის.
საკრებულოს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავჯდომარეს ყავს სულ რაღაც ექვსი მოადგილე: ვლადიმერ ნანაძე, კარლო წულოსანი, ლოლიტა ურუშაძე, გოგი მორჩილაძე, ნინო მშვიდობაძე და სპარტაკ კვაჭაძე, რომელებიც ხელფისის სახით მიიღებენ 1760ლარს. დღეში 58 ლარს და ჯამში თითეული 84,480ლარს. რისთვის? რ ათქმა უნდა, სიჩუმისთვის და იმისთვის, რომ მეტად გაგიძვირდეთ თქვენ ცხოვრება.
საკრებულოს ხუთი კომისიის თავჯდომარე – ზაზა წულაძე, გიორგი ხელაძე, ალექსანდრე მახათაძე, კარლო კვიტაიშვილი და გიორგი იმნაიშვილი. ხელფასის სახით მიიღებს 2420ლარს დღეში სულ რაღაც 80ლარს, ჯამში თითოეული 116,160ლარს მიუღებს. საერთო ჯამში საკრებულოს 16 მაღალი თანამდებობის პირი ხელფასის სახით აიღებს 1, 858, 560ლარს. როდესაც თქვენ ჩემო ძვირფასო ლანჩხუთელებო არ იცით ხვალ რა მიიტანოთ სახლში და რით არჩინოთ ოჯახები.
მერიის სამი და საკრებულოს თექვსმეტი მაღალი თანამდებობის პირი ჩვენი გაღარიბების ხარჯზე დამატებით 2,455,120ლარით გამდიდრდება. 2,455,120 ლარით 2455 ოჯახს დავეხმარებოდით 1000ლარიან ვაუჩერს, რომელიც ისევ ეკონომიკაში ჩაიდებოდა და თქვენგან განსხვავებით არ შეინახავდენ ბანკებში. სრულფასოვნად გამოკვებავდენ ოჯახებს გადაიხდიდენ გადასახადებს. მაგრამ თქვენ არ გაინტერესებთ ლანჩხუთელების გასაჭირი იმიტომ, რომ თქვენ მხოლოდ ხელისუფლება და ძალაუფლება გჭირდებათ გამდიდრებისთვის.
როდესაც 2012 წელს ხალხს პირდებოდით გადასახადების განახევრებას, უფასო ფულს, ელექტრო ენერგიის და გაზის გადასახადის განახევრებას და უზრუნველყოფილ ცხოვრებას, მე-10 წელის თავზე მივიღეთ გაორმაგებული გადასახადები გაძვირებული პროდუქტი ჩამოქცეული “ადუღებული” ეკონომიკა და თქვენი გაორმაგებული ხელფასები.
როდესაც ბატონი მერი დღეში 168 ლარს აიღებს ხელფასს, ამ დროს საბავშო ბაღის მასწავლებელს სამარცხვინოდ 45ლარით გაუზარდით ხელფას.
ბატონი საკრებილოს თავჯდომარე მხოლოდ ძილში გამომოიმუშავებს 70ლარს , ამ დროს სოც. დაუცველს 60ლარი აქვს დახმარება.
როდესაც მერის და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეებს დღეში 100ლარზე მეტი აქვთ ხელფასი, ემსახურება მძღოლი და (ავტომობილი უნდა შეუსყიდოთ კომფორტული გადაადგილებისთვის), პენსიონრები თვიდან თვემდე 260ლარით ცხოვრობს და არჩევანის გაკეთება უწევთ წამალსა და პურს შორის. როდესაც იმ 2, 455,120ლარით შეიძლებოდა პენსიონრებისთვის მინიმუმ 500ლარიანი წამლების ვაუჩერის გადაცემა.
ჩემო ძვირფასო ლანჩხუთელებო, თქვენთვის მომინდია ამ უმსგავსობის შეფასება.
როდესაც ბევრი თქვენგანი ვერ იხდით გადასახადებს, ვერ არჩენთ ოჯახებს და ვერ ყიდულობთ საკვებს თქვენ შვილებს.
P.S დღეს დუმილი დანაშაულია, ერთად დგომით ხელისუფლება ვერ გაბედავს ჩვენი გაღატაკების ხარჯზე გამდიდრებას!” – ამბობს გივი ცინცაძე “გურიის მოამბესთან”.