ნაკლებად ცნობილი ადგილები გურიაში – საკეცე

ნაკლებად ცნობილი ადგილები გურიაში
საკეცე
”ასეთი გამოქვაბულები გვხვდება გურიის სერის სამხრეთ კალთებზე (სოფლები ვან-ზომლეთი, სამება, ამაღლება) და მათი ასეთი ფორმა ადამიანის მუშაობის შედეგია. აქედან წერაქვით იღებნენ რბილ ქვას, რომელიც ვარგისია ძველებური სამზადის სახლის, შუაცეცხლის და ბუხრის აუცილებელი ატრიბუტის – კეცის დასამზადებლად.
კაცის ქვა, როგორც ამიხსნეს, ხელის ექვსი სხვადასხვა იარაღით მუშავდება. ქვას აცლიან უხეშ დანამატებს, თლიან, ფორმას აძლევენ და საფხეკით ასუფთავებენ. ქვის კეცი მთლიანად ხელის იარაღებით, ელექტრონერგიის, ბუნებრივი აირისა და დაზგების გამოყენების გარეშე მზადდება. ერთი კეცის დამზადებას ერთი დღე სჭირდება.
ეს კონკრეტული საკეცე გამოქვაბული შუა ამაღლებაშია გადაღებული.”
გრიგოლ მახარაძის ფეისბუქ-გვერდიდან
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share